მნიშვნელოვანი იყო რომ საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა – მედვედევი 2008 წლის ომზე

“მნიშვნელოვანი იყო ჩაგვეტარებინა სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა ” – განაცხადა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მარათონ “ცოდნაში”.

“უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო – რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო,” – თქვა მედვედევმა.