დიპლომატია და რეალური დახმარება გვერდიგვერდ უნდა მიდიოდეს. რუსეთი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ქვეყანაზე და სწორედ ახლა ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი თემები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება იხსნის სიცოცხლეს და ზრდის დიპლომატიის შანსებს. სწორედ ამიტომ, ყოველი შეხვედრა კონკრეტულ შედეგებს უნდა იძლეოდეს — ახალ გადაწყვეტილებებს საჰაერო თავდაცვის შესახებ, დახმარების ახალ პაკეტებსა და ცის დასაცავად ახალ შესაძლებლობებს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჩვენ სწორედ ეს განვიხილეთ — უკრაინის რეალური შესაძლებლობები რუსული ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენი თავდაცვა და მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ჩვენი პოზიციები დიპლომატიაში. ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან შინაარსიანი დისკუსია დიპლომატიასა და ჩვენს ნაბიჯებზე. დღეს პარიზში იმართება „მსურველთა კოალიციის“ ყველაზე წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან სახელმწიფოთა მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები, მინისტრები და ელჩები. ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს.

მადლობელი ვარ ემანუელის მისი ლიდერობისა და დახმარებისთვის მზადყოფნისთვის. გმადლობთ ამ შეხვედრისთვის.

აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.