პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებას იხსენებს, როდესაც მან თქვა, რომ ხელს მოაჭრიდა მას, ვინც არჩევნებს გააყალბებდა.
ინაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს ხელი მოაჭრას, ხოლო პიარ მრჩეველ ლაშა ნაცვლიშვილს – თავი.
“მან ბრძანა, რომ ხელს მოაჭრის იმას, ვინც გააყალბებს არჩევნებს. ახლა მე ბატონ ბიძინას მივმართავ, მოაჭერით ბატონო ბიძინა მარჯვენა ხელი ირაკლი კობახიძეს და მარცხენა ხელი მამუკა მდინარაძეს და თავიც მოაჭერით თქვენი პიარის განმახორციელებია როა, ლაშა ნაცვლიშვილს”,– ამბობს ირმა ინაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, 31 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის ნოემბერში განაცხადა:
“ამ არჩევნებზე, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ისიც ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. იმ გაფრთხილებამ, იმ ცივმა შხაპმა, რაც არჩევნებმა ქართულ ოცნებას მისცა, ძალიან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი — რომ საქართველოში არჩევნების არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით არჩევნების [გაყალბების] მცდელობაც არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს, ხელს მოვაჭრი, ვინმემ რომ გაბედოს, თავში გაივლოს და გააყალბოს”.