“ხომ არის პროგრამები, სტუდენტების გაცვლის პროგრამები აშშ-სთან, ევროპასთან, როგორ არის ეს სტუდენტების გაცვლის პროგრამები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? იმიტომ, რომ თუ ჩვენი სტუდენტი წავიდა ჩინეთში ერთი და წავიდა მეორე ევროპაში, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე დარჩეს იქ, ჩინეთთან მიმართებაში გაცილებით ნაკლებია. ესე იგი თუ წავა და ისწავლა, ის აუცილებლად მეტად დაბრუნდება საქართველოში, აი ეს საკითხი რამდენადაა აქტივიზირებული, ამაზე მუშაობს ხელისუფლება. [….]
მაინტერესებს, მოდის, მოახლოებულია არჩევნები, მე მაქვს კითხვა, იქნებიან ჩინეთიდან დამკვირვებლები, იქნებიან ინდოეთიდან? და ძალიან ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც თავისი წონა აქვს მსოფლიოში და არის მუშაობა, საერთოდ, ჩამოდიან ისინი? როგორ არის ეს, რამდენად ეს არის საყურადღებო?”
ჰკითხა “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პრემიერ კობახიძეს.