მობილიზაციის მიუხედავად რუსებს წარმატება არ აქვთ – ზალუჟნი

”მობილიზაციის მიუხედავად რუსებს წარმატება არ აქვთ” – აცხადებს,  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი  ვალერი ზალუჟნი ამერიკელ კოლეგასთან, მარკ მილისთან საუბარში. ზალუჟნიმ ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინის არმიის მთავარი პრიორიტეტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, ახალი ტერიტორიების მიტაცების არ დაშვება, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და მომავალი საბრძოლო მოქმედებებისთვის რეზერვების მობილიზება.

“ჯარების რაოდენობისა და შესაბამისად შეტევებიც მცდელობების მიუხედავად, მოწინააღმდეგეს წარმატება არ აქვს. ჩვენი მეომრების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენი ზღუდეები უცვლელი რჩება, ხოლო თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს”,- განაცხადა ზალუჟნიმ.