“ძალიან მობილიზებულები ვართ ყველანი იმისთვის, ენმ-ს ვგულისხმობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის ჩატოვება ციხეში. ეს ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, მან დაგვანახა თავდადების გამორჩეული მაგალითი, მან იშიმშილა 50 დღე, შემდეგ იყო წამების მსხვერპლი, ახლა მედიკამენტოზური წამების მსხვერპლიც იყო. ახლა ხელისუფლება მიადგა ისეთ ზღვარს, როდესაც საზოგადოების პოლარიზაცია იქამდეა მისული, რომ ერს მთლიანად უკარგავს რამის განხორციელების ნებას, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, თანაცხოვრების თვალსაზრისით”

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური TV პირველის ეთერში.