“ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ. პირველად, რუსეთის იმპერიისგან და მეორედ, საბჭოთა კავშირისგან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლასა და ბევრ შრომას მოითხოვს.

ამ რთულ პერიოდში საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები არასოდეს ვაღიარებთ რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმსა და ე.წ. არჩევნებს. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს თქვენს აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებასა და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველების უმრავლესობამ ევროპული მომავალი აირჩია. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით.

გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო”

წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.