„ყველაფერს აქვს საზღვარი – შეუძლებელია, რადგან არჩევნებია მოახლოებული, რომ იაფფასიანი პოპულიზმით თავი მოაწონო [საზოგადოებას]. ოპოზიციიდან ვისმენდი, მანქანები რაში გჭირდებათო, დათვლა დაიწყეს, გავყიდოთ და ველოსიპედით იარეთო. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წინა მოწვევაში სწორედ იმ მანქანით – შავი Camry-ით დადიოდა, რომელიც ახლა სხვას ემსახურება. მაშინ არ ჰქონდა ეს მიდგომა და პრეტენზია, არც ეს ველოსიპედები გახსენებია მაშინ, მაგრამ ახლა გაახსენდა იმიტომ, რომ ხვალ არჩევნებია. ეს იაფფასიანი პოპულიზმია. მოვუწოდებ ოპოზიციას – ძალიან ბევრს გემსახურებათ მანქანა, რაც რეგლამენტითაა დაწესებული – ჩამობრძანდით და ველოსიპედებით იარეთ. ვთხოვ პარლამენტის აპარატს, შევუძინოთ! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ“

 

ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ანაზღაურების ზრდის თაობაზე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.