“მერწმუნეთ, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ თქვან მაგალითად, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და საქართველოში არ არსებობს სერვისი უზრუნველყოფილი. ყველა ხვდება, რომ ეს არის რეალობა. ამიტომაც მოიხსენიებენ, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში გასული ფოტოების მიხედვით აკეთებენ ამ დასკვნებს და არ ეყრდნობიან კვალიფიციურ, დამაჯერებელ საფუძველს მოთხოვნების წამოყენებისას. ასეთ ფონზე, რასაკვირველია, მოგვიწევს მოწოდება, რომ ამ საკითხზე ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან იმ პიარული სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელი სტრატეგიაც დასახა ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ. როგორც ჩანს, თვითონ სააკაშვილიც კი აღარ ლობირებს ამ სტრატეგიას, რომელიც დაგეგმა თითქოს მის გარდაცვალების ქრონიკასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს სააკაშვილის უფლებები პირნათლად და ზედმიწევნით არის დაცული. ამის გათვალისწინებით, არავის აქვს რაიმე განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა და საფუძველი. ყველამ ასეთი ტიპის განცხადებებისას, ამ თემასთან შეხებისას აუცილებლად პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს”,
აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.