მოგიწევთ ჩვენი ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირება – ვოლოდინი დასავლეთს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელისა და დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მტკიცებით, “რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკანონოა”, დასავლეთს კი რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება მოუწევს.

“ევროპის ქვეყნებმა უნდა გაიგონ შემდეგი: ჩვენ დავუბრუნდებით ამ თემას და დავთვლით იმ ზიანს, რაც თქვენ მიაყენეთ ჩვენს ეკონომიკას. თქვა მაინც მოგიწევთ კომპენსირება. როგორ და როდის, დროის საკითხია.

მეორე, არ იფიქროთ, რომ თქვენ ხართ რუსული ენერგორესურსების ერთადერთი მომხმარებელი. ჩვენს ქვეყანას აქვს, სად გადამისამართოს ის. როგორც პარტნიორები, თქვენ არავინ ხართ. თქვენ მუდმივად იპარავთ გაზის მარაგს, რეალურად იღებთ ფულს ქვეყნის ბიუჯეტიდან, რაც ნიშნავს, რომ [იღებთ] ჩვენი მოქალაქეებისგან. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ სხვა მომწოდებლებს ეძებთ. ეს წყვეტს გრძელვადიან ურთიერთობებს”,– წერს ვოლოდინი ტელეგრამზე.

ის მიმართავს დასავლეთის ქვეყნებს, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე და თავიდან აიცილოთ კოლაფსი ენერგომომარაგების სფეროში, ასევე, ფასების ზრდა.

“ჩვენი ქვეყანა ადაპტირებულია გამოწვევებთან. მაგრამ მზად არის თუ არა რუსეთის ხარჯზე უდარდელ ცხოვრებას მიჩვეული თქვენი სახელმწიფოები, ამას დრო გვიჩვენებს”,– აღნიშნავს დუმის სპიკერი.