პრორუსული პარტიის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაიშვან ხელოსუფლების ჩანაცვლება.
“დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ შევხედოთ, რაც ხდება. მიმდინარეობს ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი. კობახიძეებმა ქართული ოცნებიდან ძველი მებრძოლები განდევნეს. 7 წელია ფარულად ანაცვლებენ ხელისუფლებას. ამ არჩევნებზე ბოლო ნაბიჯი უნდათ რომ გადადგან. მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ხელისუფლების ჩანაცვლება. ვიმოქმედოთ ყველამ ერთად”,- აცხადებს ინაშვილი.
მისმა პარტიამ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.