პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, პატივი სცენ და მადლობა გადაუხადონ სუს-ის თანამშრომლებს.
“მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თანამშრომლები, რომლებიც მთელი 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ”,– ამბობს ის.
ღარიბაშვილი გავრცელებულ ფაილებზე აცხადებს, რომ გამოძიება მოახდენს იდენტიფიცირებას, “რა იყო აქედან შესაძლოა კანონიერი და რა ფაბრიკაცია”.