მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში – კუბილიუსი ენმ-ს მიმართავს

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში – ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, მოაწეროს ხელი ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი და პარლამენტში შევიდნენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, Twitter-ზე წერს.

”ძვირფასო მეგობრებო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მსურს, მოგიწოდოთ შეთანხმების ხელმოწერისკენ და პარლამენტში შესვლისკენ. საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა გაუწიოს ეფექტური კონტროლი ხელისუფლებას. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში. იმედი მაქვს, იმავეს ვიხილავთ საქართველოშიც”- აცხადებს კუბილიუსი.