მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“ რომლებმაც ტერმინი „გავრილოვის ღამე” დაამკვიდრეთ – ლევან ღვინჯილია

“მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“ რომლებმაც ტერმინი „გავრილოვის ღამე” დაამკვიდრეთ “- ამის შესახებ, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში წერს, რითიც, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამკვირდებულ ტერმინს „გავრილოვის ღამეს“ ეხმაურება.

“მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და “პოლიტიკოსებს”, რომლებმაც დაამკვიდრეთ ტერმინი ~ “გავრილოვის ღამე”:იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამით უკვდავყოფთ იმ ვიღაც გავრილოვის სახელს?ადვილად მისახვედრია, რომ “ბართლომეს ღამე” გაგიგონიათ და ამის კალკირებით შექმენით “გავრილოვის ღამე”, მაგრამ არა მგონია, ეს დიდად მოსაწონი “მიგნება” იყოს, რამდენადაც ამას ახლავს ის მეორე, ნეგატიური შედეგი, რაზეც აქვე უკვე მოგახსენეთ.

გავრილოვის სახელის უკვდავყოფა ჩვენი, ქართველების, ზეამოცანა არ უნდა იყოს. დაფიქრდი ამაზე! თუ მაინცადამაინც კალენდარული მითითება გჭირდებათ, შეგიძლიათ თარიღი დაასახელოთ ~ “20 ივნისის (და არა – “გავრილოვის”) ღამე”.  ნუ უკვდავყოფთ ვიღაც გავრილოვის გვარს საქართველოში. ეს არაფერს მოგვცემს.”- წერს ლევან ღვინჯილია.