“მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო” – პუტინი ზელენსკის

“მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო”,- ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმურ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს მინსკის შეთანხმება.

“გავიმეორებ, კიევში ხან ამბობენ, რომ არ შეასრულებენ [მინსკის შეთანხმებას], ხან ამბობენ, რომ ეს დაანგრევს მათ ქვეყანას. მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტი არ მოსწონს მინსკის შეთანხმებიდან. მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! აუცილებელია მისი შესრულება, სხვანაირად არ გამოვა”, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს.