დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება ილია მეორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პატრიარქი არათუ ავტორიტეტი არ არის, არამედ ის არის “გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი”.
“ის არის საქართველს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე.
მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ”,– წერს ჭიღლაძე.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საქართველოს პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მას ეთანხმება ყველა საკითხში.