ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიკვდილის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს “სასჯელით” ემუქრება.
“ამ ქმედებით, კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარი მკაცრი სასჯელის საფუძველი მოიმზადა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოვალეობაა შურისძიება მისი სისხლის სანაცვლოდ, რადგან ის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწამა.” – ნათქვამია ხამენეის განცხადებაში ჰანიას სიკვდილთან დაკავშირებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს. ჰამასის განცხადებით, ჰანია თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.
ისრაელის სამხედრო ძალებში კი, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.