მოვა დრო, მზად იქნებით, მოგვცეთ ნებისმიერი იარაღი, იმედია გვიანი არ იქნება – კულება NATO-ს

“მოვა დრო, მზად იქნებით, მოგვცეთ ნებისმიერი იარაღი, იმედია გვიანი არ იქნება”- ასე მიმართა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს.

”უკრანასკნელ 8 დღეში უმეტესი თქვენგანისგან, საგარეო საქმეთა მინისტრებო, მესიჯები მივიღე, რომლებიც ამბობდა: “დმიტრო, ჩემმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოგამარაგოთ იარაღით – ანტისატანკო იარაღები, ტყვიები, სამხედრო აღჭურვილობა, ყუმბარები. იმედი მაქვს, ეს არ არის ძალიან გვიანი” მე ვიცი, რომ ეს ომი ვითარდება ისე, რომ მოვა მომენტი, როდესაც მზად იქნებით მოგვამარაგოთ ნებისმიერი რამით, ნებისმიერი იარაღით, რაც პუტინის ევროპაზე თავდასხმისა და მისიკოშმარად ქცევისგან შესაჩერებლად დაგვჭირდება და ჩემი ერთადერთი იმედია, რომ არ იქნება ძალიან გვიანი.” – აცხადებს კულება.