მოვა დრო, წულუკიანს ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან – სუბარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან – ელისაშვილი

მიზანი კი ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა, უნდათ, რომ ომის დაწყება დააბრალონ… მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს. როგორ დეგრადირდა სოზარ სუბარი, გათახსირდა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა – იმას ებრძვის, თავის წარსულს ებრძვის, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან”.- ამის შესახებ „მოქალაქეები – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

„საქმეს გვიიოლებენ. ხელისუფლებას რომ შევცვლით, პირდაპირ კომისიის საქმეებს ავიღებთ და მათზე დაყრდნობით წულუკიანის თამადობით, კომისიის წევრებს გავამწესებთ სადაც საჭიროა – სამშობლოს ღალატისთვის, ციხეში. რასაც სჩადიან ქართული არმიის, ვეტერანებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. რუსებისთვის კუდის ქიცინი და რუსული საქმის კეთება ხდება, მეტს არაფერს აკეთებენ. ისეთ საქმეებს ქექავენ, საიდანაც დიდი სიმყრალე მოდის და უკან უტრიალდებათ. კომისიაში 5 კაცია და 2 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ერთ შს მინისტრის მოადგილე იყო, მეორე სომხეთში საქართველოს ელჩი. მახსოვს, შარმანაშვილი როგორ უძვრებოდა სააკაშვილს, მისი ლაქუცა იყო. როდესაც სააკაშვილს კონსტიტუცია მოარგეს, მაგ კომისიაში იყო შარმანაშვილი. რომელ „ნაციონალებს“ ებრძვიან, გამოტენილები არიან „ნაციონალებით“. თავის სიმყრალეში არიან აზელილები. მიზანი კი ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა, უნდათ, რომ ომის დაწყება დააბრალონ, თქვან, რომ – „ანწუხელიძე გმირი არ არის“ და თახსირმა კობახიძემ პირდაპირ თქვა – „ანწუხელიძისნაირი გმირები არ გვჭირდებაო.[…] თუ აპირებენ, რომ დამიბარონ, იცოდნენ, რომ ერთი თეთრის გადამხდელი არ ვარ, მოღალატეები არიან. მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს, უმსგავსო სოზარს, დეგრადირებულ ადამიანს. კარგი მაწონი რატომ უნდა მივუტანო? მჟავე მაწონი და გამხმარი “ბულკები” უნდა მივუტანო, რომ მერე ღრღნან. როგორ დეგრადირდა სოზარ სუბარი, გათახსირდა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა – იმას ებრძვის, თავის წარსულს ებრძვის, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მივუტან. ისე ღრმად შეტოპეს, რომ მათი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისული ნაბიჯი, მათი დაფშვნის წინაპირობაა, მათ თავიანთი თავი ამ სიტუაციაში თავად შეიყვანეს, მაგრამ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა მოუწვეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.