სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან მივიდნენ. ისინი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ და ასევე ოპოზიციას ამხნევებენ. ამასთან დაკავშირებით მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ალიკა კუპრავა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.
მოვედით, იმისთვის, რომ გავამხნევოთ ოპოზიცია. მადლობა გადავუხადოთ ერთიანობისთვის, გადამწყვეტი მოლაპარაკების წინ ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა გრძნობდეს საზოგადოების მხარდაჭერას და ნდობას. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც “ოცნებამ” შეიყვანა ქვეყანა, ამოიწუროს, – ამბობს კუპრავა.