მოველი, რომ პირველი ტალღა მეორეში მდორედ გადავა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსი იმდენად არაპროგნოზირებადია, ჯერ იმის თქმაც შეუძლებელია, დამთავრდა თუ არა პირველი ტალღა.

მისი ვარაუდით, საქართველო მეორე ტალღაში პირველიდან “მდორედ” გადავა.

“[კორონავირუსის მეორე ტალღა] რეალურად იქნება თუ არა, ეს არვინ იცის. არაპროგნოზირებადი ინფექციაა და ჩვენ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია ჯერ პირველი ტალღა დამთავრდა თუ არა, რადგან რაოდენობების კლება მსოფლიოში ჯერ არ ფიქსირდება. საქართველოში შემორჩა ეს მეორე ტალღის ცნება, მარტო საქართველოში დავამთავრეთ პირველი ტალღა. თუ ჩვენთან ხელახლა დაიწყო, იქნება მეორე ტალღა, თორემ მსოფლიოში პირველი ტალღა არ დამთავრებულა. ყველგან გრძელდება პირველი ტალღა. მე უფრო მოველი, რომ პირველი ტალღა გადავა მეორეში, მდორედ. ჩემი პირადი აზრია, რომ მეორე ტალღა რაღაც ფორმით იქნება მაგრამ ის არ იქნება ისეთი ძლიერი როგორიც პირველი და თანაც მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, მას უფრო მომზადებული დახვდება.”,– განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.