“მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით. მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი.[…]ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და რაც მთავარია, ძალადობრივი. იმიტომ რომ რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება “მშვიდობიანი დამხობა” და “ლამაზი რევოლუცია”, ყველა ეს ადამიანი თუ სიბიექტი ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს.
რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, რადიკალების ერთი ფრთა, არსებული პირები იმედი მაქვს, რომ ბოლომდე დარჩებიან თავისი იდეის ერთგული, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს და ბოლომდე დარჩებიან პრინციპული, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, “მშვიდობიან დამხობას” შეესაბამება.