“გეგმის მიხედვით არ მოხდა, მოხდა უფრო მეტი ვიდრე დაგეგმილი იყო” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომლითაც დგინდება, კახოვკას ჰესი რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს რომ კახოვკის ჰესი რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს.

უწყებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს. ერთ-ერთი მოსაუბრე ჩანაწერში ამბობს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰიდროელექტროსადგური ბირთვულ რეაქტორს აგრილებს, მეორე კი პასუხობს, რომ უკრაინელებმა ეს „საკუთარ თავს გაუკეთეს. აფეთქდება და ეგაა“, ამაზე თანამოსაუბრე პასუხობს, „ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს ეს, მათ არ გაუკეთებიათ. მათ არ აუფეთქებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფია იქ. ამ კაშხლით შიშის გამოწვევა სურდათ. გეგმის მიხედვით არ წავიდა, მეტი მოხდა, ვიდრე დაგეგმეს“.

“მათ (უკრაინამ) არ ააფეთქა. იქ ჩვენი დივერსიული ჯგუფი იყო. მათ უნდოდათ რომ ხალხი შეეშინებინათ ამ ჰესით. თუმცა, ეს გეგმის მიხედვით არ მოხდა, მოხდა უფრო მეტი ვიდრე დაგეგმილი იყო,” – ამბობს ერთ-ერთი კაცი აუდიოჩანაწერში.