ნაციონალური მოძრაობის ოფისში ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ მიმართა და მოუწოდა შენობის შტურმის შემთხვევაში სპეცრაზმს სიმღერით და ტაშით შეხვდნენ.
“დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია. ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, რომელიც ძალმომრეობაზე დგას. დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. მოვა მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი, ნიღბებით, ალბათ, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა აღჭურვილობით, მე მინდა გთხოვოთ, მათი გამოჩენისთანავე, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა ოვაცია და ასე, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი ქვეყნის თავისუფლება მოყვარული ქართველი ხალხი, მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი. შე მართლა მონა ღარიბაშვილო, სერგეი გავროლოვის წარმოამდგენელო! “,-განაცხადა მელიამ. მან ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და მონა უწოდა:
“შე მონა, კლასიკურო მონა, სერგეი გავრილოვის წარმომადგენელო – ასე მიმართა ენმ-ს თავმჯდომარემ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრს.
ორშაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს ნაციონალური მოძრაობის შტურმისთვის ემზადება, გარდა ამისა შენობაში ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.