გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას ეხმიანება და ამბობს, რომ ყველა დეპუტატს, ვინც ამას მხარი დაუჭირა, “მოეკითხება”.
“ახლა ვნახოთ, როგორ არის ძირგამომპალი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ არის გამოხრული ბიძინა ივანიშვილის მიერ, კარგად გამოჩნდება.
ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი, მანქურთებით დაკომპლექტებული, ძალიან ტყუილად ცდება იქ, ბევრი, რომელიც თვლის, რომ „მე არაფერ შუაში ვარ, ხომ გესმით“. არა მეგობრებო, არავის არ ესმის ორპირობა, ორგულობა, ეს სიბინძურე და საზიზღრობა, რასაც ჩადიხართ, ისე არ იქნება „მერე რა მოხდა“, ყველას მოგეკითხებათ!”,– აცხადებს უგულავა.
მისივე თქმით, ოცნების წევრებს ივანიშვილის წასვლის შემდეგ ტანჯავთ კომპლექსი, რომ “ხალხმა არ იფიქროს, კაცს ვერ ვიჭერთო”.
“მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს, კანონიდან გავიდა ეს ხელისუფლება, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა. პარლამენტში რომ მანქურთები არიან მოსამართლეები უარესები არიან. მოვიდნენ, სახეაფარებული პოლიციელები მაინტერესებს. გაიხსენეთ „ბერკუტელების“ ბედი, ტყუილად გგონიათ, რომ ხელისუფლებას კიდევ დავჭირდები და ჩვენ ყველას დავჭირდებით.
ამათგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. სუსტები არიან, ყველაზე საშინელი მდგომარეობა აქვთ, ტანჯავთ კომპლექსი, ვაი და ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს ჩვენ კაცს ვერ ვიჭერთო. ამ კომპლექსის გამო მოვიდა ხელისფულება ამ საგიჟეთამდე“,-აცხადებს გიგი უგულავა.
88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება და იმუნიტეტი მოუხსნა. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, მისი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალოს.