“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ, კარგად დაფიქრდნენ ყველა გარემოებაზე და შესაძლო რისკებზე” – თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აწონ-დაწონონ შესაძლო რისკები, რაც საქართველოში შესვლასთან არის დაკავშირებული.
“ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოში შესვლაზე უარის თქმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც პასპორტში დაბადების ადგილად უწერიათ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკა, აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონები.
არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა გაურკვევლობას ქმნის რუსეთის მოქალაქეების გეგმებში, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ, კარგად დაფიქრდნენ ყველა გარემოებაზე და შესაძლო რისკებზე” – წერია განცხადებაში.














