“მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას “- გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია გიგი უგულავას ბრიფინგს ეხმაურება სადაც უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე ვერ თანხმდება.
“ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ არ დავაყენებდით არსად მაჟორიტარებს, რომ არ შეფერხებულიყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენების პროცესი. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი, მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდაცია და მან ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს, ნუ იქნება ამის შემაფერხებელი.
თუკი ნაციონალური მოძრაობა არ დაუბრუნდება მაგიდას, ჩვენ, გირჩს მოგვიწევს, ინდივიდუალურად, მაჟორიტარების კანდიდატებთან საუბარი იმ იდეებზე, რაც გირჩს გააჩნია და ამის შემდეგ მხარდაჭერა. გვინდა რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარული კანდიდატებით გავიდეს არჩევნებზე. ეს არის გამარჯვების წინაპირობა”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.