“მოვუწოდებთ პარლამენტს, მეორე მოსმენით ჩააგდოს კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია – ევროპა!“, – ამის შესახებ კლუბის “რა? სად? როდის?” წევრების განცხადებაშია საუბარი. განცხადებას ამ დროისთვის ხელს 563 მოაზროვნე აწერს.
“მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტს გაიმეოროს შარშანდელი ქმედება და მეორე მოსმენით ჩააგდოს ხსენებული კანონპროექტი. ჩვენი არჩევანია – ევროპა!”. – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.