მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მხარეებს, ერთად იმუშაონ სტატუსის მისაღწევად – სახდეპი

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მხარეებს, ერთად იმუშაონ სტატუსის მისაღწევად – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. პატელის თქმით, საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასდროს ყოფილა უფრო აუცილებელი.

“ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ გაერთიანდნენ ახლა და ერთად იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასოდეს ყოფილა ასე აუცილებელი”. – ამბობს პატელი.