მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა – TI რიონის ხეობაზე

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვა – ” საერთაშორისო გამჭვირვალობა”  ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რიონის ხეობაში მყოფი ადამიანების, მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა.

“რიონის მცველებს მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას”,— ნათქვამია განცხადებაში.