“ზოგადად, ყოველთვის პრობლემატურია, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს. არსებობს გარკვეული ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმის პროცესიც აჩენს შეკითხვებს. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და თუ მისი ნდობა არ არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს”

ამბობს ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა მთავარი არხის ცნობით.