მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან – პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი გვარამიაზე

”მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან” – ამის შესახებ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის(IPI) მიერ  გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითიც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. 

“IPI შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებით 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პრესის შევიწროებისგან”, – წერია განცხადებაში.