NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის მოუწოდებს კოლეგებს, დაიწყონ ვაქცინაციის გაკეთება რათა ეს მაგალითი იყოს საზოგადოებისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და სწორედ ის დაასრულებს პანდემიას.
“მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი კაცობრიობას მოუგონია ამ ორასი წლის განმავლობაში”, — განაცხადა ამირან გემყრელიძემ.
ცნობისთვი, AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში დღეს დილით ჩამოიტანეს.