მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა – შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, მოუწოდებს რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ამ განცხადებას პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აკეთებს და ასევე აღნიშნავს, რომ ტელევიზორსა და ლეიბთან დაკავშირებთ ადვოკატები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

“რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებს, ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ტყუილი ვრცელდება, მათ შორის, მისი ადვოკატების მხრიდან. ტყუილი იყო, რომ თითქოს ლეიბი არ ჰქონდა, თავიდანვე ჰქონდა ლეიბი მას, წარმოუდგენელია, იატაკზე ეძინა თუ როგორ დავიჯეროთ ეს? ტყუილია, რომ თითქოს ტელევიზორს არ აძლევდნენ, პროცედურაა, რომ შესყიდვა უნდა მოხდეს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას ტელევიზორი აქვს.რაც შეეხება შიმშილობას, მეც მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს რა თქმა უნდა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულება რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.