მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დოკუმენტზე ხელმოწერით გამოავლინონ გამბედაობა – ევროპარლამენტარი

“მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დოკუმენტზე ხელმოწერით გამოავლინონ გამბედაობა”- ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საგანგებო მიმართვას აქვეყნებს სადაც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და მოუწოდებს, ყველა ოპოზიციურ პარტიებს, იგივე გააკეთონ.

„გულითადად მივესალმები პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპრომისული დოკუმენტი მხარეებს სთავაზობს დაბალანსებულ გამოსავალს, რაც საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. მოსალოდნელიც არის, რომ ძირითადი ყურადღება მიმართული იყო მმართველი პარტიისკენ. ახლა, როცა მან გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მე სერიოზულად მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რომ ამ დოკუმენტზე ასევე ხელმოწერით გამოავლინონ იგივე გამბედაობა და კეთილი ნება. ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად“, – ნათქვამია მიმართვაში.