მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მიიღონ მონაწილეობა – ბოკერია

“მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მიიღონ მონაწილეობა “-  ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

”მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღონ, იქამდე, მე იმედი მაქვს, რომ კონსულტაცია გვექნება და მე ვარ მომხრე, რომ არ იყოს ერთმანეთში წინააღმდეგობრივი გზავნილები. იმ საკითხზე, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს, ბუნებრივია, კომპრომისზე არ წავალთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ვასიამოვნოთ პარტნიორებს, რადგან ამას უფრო მძიმე შედეგი მოაქვს. “- აცხადებს ბოკერია.