…გუშინ არ იცოდნენ, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები, სანქცირებული რუსები, როგორც უნდათ. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, საჩქაროდ შემოიტანოს სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც აწესებენ სანქციებს, სიები ვინ არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ ყველა საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია. ესაა ამ ქვეყნის მინიმუმი დაცვა”

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოში მყოფი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.