“ეს არ არის უბრალოდ ომი. ეს არის სახელმწიფო ტერორი. აგრესორის რეგულარული არმია  ანადგურებს სამოქალაქო მოსახლეობას.

[…] მოვუწოდებ ევროპარლამენტის ყველა წევრს, აღიარონ პუტინი ომის დამნაშავედ, როგორც ეს გააკეთეს შეერთებულ შტატებში”

მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ევროპარლამენტარებს. ცნობისთვის, გუშინ ჯო ბაიდენმა პუტინს “ომის დამნაშავე” უწოდა, რაც შემდგომ ბრიტანეთის საგარეო მინისტრმაც გაიმეორა.