ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით – არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა “ოცნების” მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხია ისევ – არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!
ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთან ერთად და ვიდგები მოთხოვნით – არა რუსულ კანონს!
მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ – კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს “ოცნებამ”! გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია!!!! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
პ.ს. აქვე დავწერ. გთხოვთ, ამ უზუსტობაში ნუ დაინახავთ საზმაუს ბრალლეულობას. მე უფრო მკაფიოდ უნდა მეთქვა სათქმელი, ყველა ვღელავთ და მეც თქვენთან ერთად. სიფრთხილე აუცილებელი მგონია.