“მოიხსნა ყველა როლიდან, რაც დამღუპველია მეტი რა გავაკეთოთ?!”- ეს განცხადება, მსახიობმა ლევან ხურციამ, ბესო ზანგურთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თეატრმა ყველა ბერკეტი გამოიყენა, მოიხსნა ყველა როლიდან რითიც დაგმო თეატრმა ძალადობა. ამიტომ ლევან ხურცია აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია, ზანგურის თეატრიდან გაშვების მოთხოვნა.
”თეატრმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. ეს ადამიანი მოძალადეა თუ არა ეს სხვამ უნდა გაარკვიოს,ეს ჩვენი გასარკვევი არაა,მოხსნა ყველა როლიდან ეს დამღუპველია ყველა მსახიობისთვის, მეტი რა გავაკეთოთ ამ ეტაპისთვის ჩვენ?!” – ამბობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია.
ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღისწინ, ყოფილი ქმარი და მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, ბესო ზანგური ყველა როლიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა.