“მოიჯარეები სახელმწიფოსგან მიწის შეძენისას 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ”- ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს მოიჯარეები პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოსყიდვისას 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
“იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით, ანუ შეფასებული მიწა, რომელსაც აფასებს როგორც წესი სამხარაულის ბიურო, 100%-იანი ფასიდან იქნება 25%-იანი ფასდაკლება, რომლითაც ისარგებლებენ მოიჯარეები. ეს, პირველ რიგში, ფერმერებს მისცემს და ეს ძირითადად არის შედარებით მცირე მიწის ნაკვეთების იჯარით მფლობელი ფერმერები, რომ ისარგებლონ უფლებით შეიძინონ ეს მიწა, დაამუშავონ და რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოიზიდონ, როგორც საბანკო დაფინანსება, ასევე კერძო ინვესიტიციები, ასევე ისარგებლონ იმ ფართო სახელმწიფო პროგრამების ჩვენ და სოფლის მეურნეობის გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, 2000-მდე ასეთი მოიჯარე არსებობს საქართველოში, არის საკმაოდ დიდი მიწის ფართობები, მართალია დაყოფილი შედარებით მცირე ნაკვეთებად, მაგრამ გაიჯარებული”, — ამბობს ეკონომიკის მინისტრი.