“მოკლებულია პოლიტიკურ კულტურასა და მოწიფულობას”- პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიწერილი წერილი კიდევ ერთი თანაავტორი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფორმულასთან აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მიერ გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება და ელჩი ჰარცელის კრიტიკაზე პასუხი “მოკლებულია პოლიტიკურ კულტურასაც და მოწიფულობასაც“.
ევროპარლამენტარის თქმით, წულუკიანმა გვარამიას ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადებით “წითელი ხაზები გადაკვეთა”.
“მიუღებელია ასევე, თუ როგორ გასაჯაროვდა პირადი ტელეფონის ნომერი სესიაზე”, – ამბობს კრამონი, – “ამით დაირღვა საპარლამენტო სტანდარტი. ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ვთქვით, რომ ვიღაცამ წითელი ხაზები გადაკვეთა”.
საქართველოს საკითხებზე აქტიურად მომუშავე ევროპარლამენტარებმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამო, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს წერილი დღეს მისწერეს.