ქართული ოცნების ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს გუნდში ავტორიტეტი არ აქვს, ამიტომ მას პარტია დაეშლება.
“თქვენ ნახავთ ძალიან მოკლე პერიოდში კობახიძეს როგორ დაეშლება პარტია და მას დარჩება ოფისი. კობახიძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც რაიმე ავტორიტეტი ოდესმე ჰქონდა. მაშინაც კი არ ჰქონდა ავტორიტეტი გუნდში, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ხელდახელ იწევდნენ დეპუტატები მისკენ წინა პარლამენტში, ფიზიკურად უნდოდათ რომ შეხებოდნენ, იმდენად არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალური მდივნად? მის ქვეშ იქნება სტატუსით? არ იქნება! ამიტომ იქ რაღაც ცვლილება მოხდება, ან შეცვლიან, ან გააუქმებენ ამ პოზიციას”,– ამბობს ბესელია ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება.