“მტერი აგრძელებს ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 20 დღეში რუსი დამპყრობლების მიერ მოკლულია 103 უკრაინელი ბავშვი. რუსებმა გაანადგურეს და დაანგრიეს 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 100-ზე მეტი საავადმყოფო და ათასობით საცხოვრებელი სახლი.
მარიუპოლის წინააღმდეგ ნამდვილი გენოციდი მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი რუსეთის მხრიდან. შეშლილი მანიაკების ეს ქმედება ვერანაირად ვერ გამართლდება.
ჩვენ შურს ვიძიებთ უკრაინის ყველა მოქალაქისთვის. ყველა დამნაშავე დაისჯება. რამდენიმე რუსი გენერალი უკვე მოკლეს. დადგება დრო სხვებისთვისაც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს”
წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.