წყნეთის გზაზე ცოტა ხნის წინ მოკლული ადამიანი ცნობილი ბიზნესმენი Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავაა. მას საზოგადოება “ტილიკას” სახელით იცნობდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ის მანქანაში ჩაცხრილეს. სავარუდოდ ურთიერთშელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
1968 წელს დაბადებული ლევან კაჭარავა (მეტსახელად ტილიკა) კომპანია „Silk Road Group“-ის დამაარსებელია გიორგი რამიშვილთან (ზარალა) ერთად.