მოკლულია 3 ტერორისტი, ვამოწმებთ შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სავარაუდოდ, “ჰამასის” ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს. სავარუდოდ, სინვარის ცხედარი ღაზაში 17 ოქტომბერს მოკლული 3 ტერორისტიდან ერთ-ერთია.

“ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების შედეგად სამი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის არმია ამოწმებს შესაძლებლობას, რომ ერთ-ერთი ტერორისტი იაჰია სინვარია”, – აღნიშნეს IDF-ში.

სინვარი ჰამასის ლიდერი ივლისში, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გახდა.