ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მოკლულია 5 ტერორისტი დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ჩატარებული რეიდისას – IDF
- “სამხედრო თვითმფრინავმა გაანადგურა შეიარაღებული ტერორისტული უჯრედი, რომელმაც ისრაელის თავდაცვის ძალებს ცეცხლი გაუხსნა. ჯამში, მოკლულია მინიმუმ ხუთი ტერორისტი” – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ჰამასის ინფორმაციით დასავლეთ სანაპიროზე რეიდისას მოკვდა ტერორისტული ორგანიზაციის სამი წევრი.