მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია რომ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად ვაღიაროთ – ზელენსკი

”რუსეთი მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის – მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას.

„ისინი მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის. მათთვის მოლაპარაკებები ულტიმატუმების რიგია იმის შესახებ, რომ ჩვენ ყირიმი და დონბასი რუსულ ტერიტორიად უნდა ვაღიაროთ. ცოტა ხნის წინ მათ საჯაროდ დაიწყეს საუბარი, რომ უკრაინამ ჩვენი ქვეყნის სამხრეთი უნდა აღიაროს რუსულ ტერიტორიად, მას შემდეგ რაც ისინი ჩაატარებენ „რეფერენდუმების“ ახალ სერიას. არ აქვს მნიშვნელობა მას რას ეტყვი – ნებისმიერ შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან ახალი ტერიტორიებისთვის ნახევარი წლის განმავლობაში, მაგალითად”, – განაცხადა ზელენსკიმ.