ტექსტი ხდებოდა კომიკური, რასაც მოჰყვა მედიატორის კონსულტაცია მიშელთან – ჯაფარიძე

გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მოლაპარაკებების დეტალებს ყვება.

მისი თქმით, ქართული ოცნება სრულყოფილად არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ წავიდა, ყოველ შეხვედრაზე კი იდებოდა გაუარესებული ვერსია. ჯაფარიძის განცხადებით, დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ჰქონდა და მოლაპარაკებები დასრულდა.

“ოპოჟიჩიაშაც იშევე ეკიშრება პაშუხიშმგებლობა” ხალხისთვის

ა) ისრების ნებისმიერი გადმოტანა და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე თუნდაც მცირედი პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე

ისევე როგორც

ბ) ნებისმიერი თუნდაც ირიბი მინიშნება თითქოს მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა გარდა ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა

არის მინიმუმ უსინდისობა.

სინამდვილეში რა არის არ დავწერ.

1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი. ჰაერი

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი. ჰაერი.

რეალურად არ იდო არაფერი

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ “არაფრის” გაუარესებული ვერსია

გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერ დაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის)

ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური

ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმე საათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს.

არც აპირებდა.

ფეხზე ჰკიდია შარლ მიშელი ჩაერევა თუ მიშელ ობამა.

SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ.

ესაა მოცემულობა.

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები”,– წერს ჯაფარიძე Facebook–ზე.