პარტია გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იგივე გზავნილებს გააჟღერებს, რაც აქამდე ჰქონდა.
“იგივე გზავნილები იქნება, რაც გზავნილებიც აქამდე იყო. არაფერი მაგ მხრივ არ შეცვლილა. მოლაპარაკებები იწყება ახლა. ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება”,– თქვა ჯაფარიძემ შეხვედრაზე შესვლამდე.
ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ორბელიანების სასახლეში იკრიბებიან.